渠道
筛选
共 0 个广告
spectrumspectrum

spectrum

მრწამსი ასე იწყება: მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა... * * * ქვემორე ნაწერი წარმოადგენს ღმერთისა და უხილავი სამყაროს არსებობის ერთ-ერთ მტკიცებულებას. 👉 მრავალთაგან ერთ-ერთს! ✍️ © ტატო კინწურაშვილი ____________ ხილული სამყარო მატერიალურია და ფიზიკის კანონებს ექვემდებარება, თუმცა არსებობენ: უხილავი, მიკრო და ზესწრაფი მატერიები... მაგალითად ჰაერს პეშვით ვერ ავიღებთ, ვერ მივეყრდნობით და ვერც დავინახავთ. შეუიარაღებელი თვალის გარეშე ატომისა და სხვა მცირე ნაწილაკების აღქმაც შეუძლებელია. სინათლე კი წამში 300 000 კილომეტრს ფარავს. კუს ნაბიჯებითაც რომ მოძრაობდეს ჩვენთვის მაინც მოუხელთებელი იქნებოდა. 🎯 უფრო ზუსტნი თუ ვიქნებით სინათლის სიჩქარე წამში 299 792 კილომეტრია. -- რაც შეეხება ტრანსცენდენტურ სულიერ სამყაროს - იქ სინათლე ფიზიკურ კანონებს არ ექვემდებარება და მასთან მიმართებაში 300 000 კილომეტრის ხსენება უაზრობაა - უხილავ სამყაროსთან დაკავშირებით, მეტრული სისტემის სიგრძის ერთეულის ან დროის ხსენება არ ეგების. ღმერთი სამყაროს შემოქმედია. მან შექმნა არა მარტო სივრცე, არამედ დროც. ჩვენ ვცხოვრობთ წარსულის, აწმყოსა და მომავლის კატეგორიაში, - აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ სახლში წასვლამდე მაღაზიაში შევიარე, მაგრამ ღმერთი დროის კანონებს არ ექვემდებარება, რადგან როგორც უკვე ვახსენე - დრო თვით ღმერთმა შექმნა! კლასიკური მექანიკის კანონების მიხედვით, დრო არასდროს ჩერდება - ის ყოველთვის უცვლელი სიჩქარით მოძრაობს, ხოლო კვანტურ მექანიკაში დროის მსვლელობა დამოკიდებულია სხეულის სიჩქარეზე. არა ხილული სამყოფელი მეტაფიზიკური ფენომენია, სადაც დრო არ არსებობს - ამიტომ მასთან დაკავშირებული კლასიკურ-კვანტური მექანიკა გვერდზე გადავდოთ და... 👇 💡 სინათლეს დავუბრუნდეთ! 👀 👇 ადამიანი Რაც არ უნდა მორწმუნე იყოს - პერიოდული გაურკვევლობა თუ ქვეშეცნეულად იჭვნეული მდგომარეობა მაინც მოეძალება ხოლმე. ათეისტებს უხილავის არსებობისა არ სჯერათ. ვერ გაუთავისებიათ რას უმზერენ ან საიდან ჭვრეტენ თუნდაც ხილულ სამყაროს. -- წარმოიდგინეთ ზაფხულის თბილი დილაა, ზღვის პირას შეზლონგზე წევხართ და რადიოს უსმენთ... მზის ულტრაიისფერი სხივები თქვენს კანს რუჯავს, რის შედეგადაც თქვენი სხეული ინფრაწითელ სხივებს გამოსცემს. თქვენ ელექტრომაგნიტური სპექტრის ტალღებში "გახლართული" აღმოჩნდით, რადგან: რადიოტალღები, ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივები იმ უხილავი ტალღების მცირე ჩამონათვალს წარმოადგენენ, რომლებიც სწორედ იმ ელექტრომაგნიტურ სპექტრს მიეკუთვნებიან, სადაც ხილული სინათლე "ბინადრობს". 👉 ამავე სპექტრის ნაწილია ფერებიც... 👉 ფერებს 👁️ ადამიანის თვალი ხედავს, ამიტომ ვამბობთ, რომ ისინი ხილული სპექტრისანი არიან. 🔵 ლურჯი და 🔴 წითელი - ხილული სპექტრის საპირისპირო ბოლოებში მდებარეობენ. • • • გამეორება ცოდნის დედაა, ჰოდა გავიმეოროთ... 👇 ⚠️ ხილული სინათლე მთელ სპექტრთან შედარებით ტალღის სიგრძის მცირე დიაპაზონს მოიცავს, მაგრამ მას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ერთადერთი დიაპაზონია, რომელსაც ვხედავთ. როცა თეთრი სინათლე პრიზმაში (მინის პატარა პირამიდაში) გადის, მისი შემადგენელი ფერები სხვადასხვა კუთხით გადაიხრება, ვინაიდან ყველა ფერს განსხვავებული ტალღის სიგრძე აქვს. სინათლე პატარა ტალღების წყების სახით ვრცელდება, რომლებიც პაწაწინა ელექტრულ და მაგნიტურ რხევებს გულისხმობს. სწორედ ამიტომ, მათ ზოგჯერ ელექტრომაგნიტურ ტალღებს უწოდებენ. ყველა ტალღას საკუთარი სიგრძე და სიხშირე აქვს. ტალღის სიგრძე მის პიკებს შორის მანძილს უდრის და ხილული სინათლისთვის ის ძალზე მცირეა. სიხშირე ეწოდება ტალღის რხევის რაოდენობას ერთ წამში. ⚪ "თეთრი" სინათლე სინამდვილეში ცისარტყელას ყველა ფერის ნაზავისგან შედგება. თითოეულ ფერს საკუთარი ტალღის სიგრძე გააჩნია. 🟣 იისფერს ყველაზე მოკლე ტალღა აქვს. 🔴 წითელი კი ყველაზე გრძელი ტალღის მქონეა. ⚠️ თუმცა, სინათლე ელექტრომაგნიტური ტალღების მხოლოდ მცირე ნაწილია. 🔎 🖼️ მეტი თვალსაჩინოებისთვის თქვენს ხელთ არსებულ ელექტრონულ სურათს დააკვირდით, სადაც ელექტრომაგნიტური სპექტრის ორი (თეთრ და შავ ფონებზე) შკალაა წარმოდგენილი. რადიოტალღები, მიკროტალღები, ინფრაწითელი, ხილული სინათლე, ულტრაიისფერი, რენტგენის სხივები, გამა-სხივები... ელექტრომაგნიტური სპექტრის ტალღის სიგრძე და სიხშირე ძალიან დიდ საზღვრებში მერყეობს, ხოლო ხილული სინათლე სპექტრის უმცირეს ნაწილშია განთავსებული - ტალღის სიგრძით 400-700 ნანომეტრი, ანუ ტალღის სიგრძე იცვლება 400-700 ნანომეტრის ფარგლებში. 🤏 Ნანომეტრი (nm) წარმოადგენს სიგრძის საზომ ერთეულს, რომელიც ტოლია მეტრის ერთი მემილიარდედი ნაწილისა. აი მხოლოდ ასეთ პატარა დიაპაზონს ვჭვრეტთ - ნანომეტრული სივრცის მიღმა კი საიდუმლოებებით მოცული სამყაროა, - მითუმეტეს მრწამსში ნახსენები "არა ხილული" ფიზიკურ კანონებს არ ექვემდებარება. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ - ადამიანის გონი ძალზე შეზღუდულია იმისთვის, რომ უჩინარი შეიმეცნოს. სწავლა საჭიროა, თუმცა მთავარი მაინც შემეცნებაა! 👁️ ისე კი გირჩევთ, მატერიალურ სამყაროს, ანუ თქვენს წინ მდებარე არე-მარეს, მინიმუმ ერთხელ მაინც "რაუხტოპაზიდან" (კვამლიანი კვარცი) გახედეთ. * * * "მწამს, რადგან აბსურდია" - ეს ფრაზა ტრადიციულად ტერტულიანეს მიეწერება, ოღონდ აღნიშნულ სიტყვათა წყება მის ნაშრომებში არ გვხვდება, თუმცა მისი ნააზრევი ზუსტად ესადაგება ზემოთ ხსენებულ სამ სიტყვას... აი რა თქვა ტერტულიანემ. 👇 იგი ქრისტეს შესახებ ამბობს: "ის, ვისი დატევნა მთელ სამყაროსაც არ ძალუძს, ბაგამ დაიტია. მან, ვინც შექმნა სამყარო, მიიღო ხატი მონისა - ეს გონებისთვის მიუწვდომელი და დაუტევნელი მოვლენაა. ამისი მოფიქრება შეუძლებელია და ამიტომაც - ეს რწმენის ღირსია". მქონდა ბედნიერება, რომ იესუ ქრისტეს ბაგა ჩემი თვალით მეხილა. რომში, "სანტა მარია მაჯორეს" ეკლესიაში მუხლმოყრილი პიუს მეცხრეს ქანდაკება დგას (ლეგენდარული ანტონიო კანოვას შედევრს - აღსარება ეწოდება), რომლის წინაც ფასდაუდებელი რელიკვიაა დაბრძანებული. საუბარია ძვირფას ყუთზე, სადაც ინახება ახალშობილი იესუს ბაგის ხის ნაჭრები, რომლებიც წმინდა ელენემ იერუსალიმიდან ჩამოიტანა.
facebook 格鲁吉亚
54764
热度
673159
展示估值
260
投放天数
2024-12-30
最新发现